შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულმა კენჭისყრამ გამოავლინა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის მეტოქე “ლივერპული” იქნება.
ოდნავ მოგვიანებით მატჩების ჩატარების თარიღი და დროც გამოქვენდა. პარიზელები “მერსისაიდელებს” პირველ შეხვედრაში სახლში 6 მარტს 00:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
“ენფილდი” საპასუხო მატჩს 12 მარტს უმასპინძლებს და შეხვედრა ასევე თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
