უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 82 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 82 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 162 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 82 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 75 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად კიევის, ხარკოვის, კიროვოგრადის და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)