ტრამპმა დაითხოვა არმიის შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელი და კიდევ 5 თანამდებობის პირი

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოსტიდან გაათავისუფლა -ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, ჩარლზ ბრაუნი, მის ნაცვლად კი პოსტზე CIA-ის ყოფილი დირექტორის მოადგილე დენ კეინი წარადგინა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში ტრამპმა მადლობა გადაუხადა გენერალ ბრაუნს ქვეყნის 40-წლიანი მსახურებისათვის.
მანამდე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ გენერალი ბრაუნი უნდა გათავისუფლებულიყო მისი „ვოუკური“ ფოკუსისათვის „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და თანამონაწილეობის“ (DEI) პროგრამებზე შეიარაღებულ ძალებში.
სიტყვა „ვოუკი“ ამერიკულ სლენგში ისეთ ადამიანებს აღწერს, რომლებიც კარგად არიან გათვითცნობიერებული სოციალური სამართლიანობის საკითხებში, აქვთ მგრძნობელობა რასის, ლბგტქ+ უფლებების, სოციალური უთანასწორობისა თუ სხვა საკითხების მიმართ. კონსერვატორულ წრეებში ამ ტერმინს სალანძღავად იყენებენ.
პენტაგონის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტრამპი გეგმავს, ჩარლზ ბრაუნის პოზიციაზე წარადგინოს ლეიტენანტ-გენერალი დენ „რეიზინ“ კეინი.
კეინი არის CIA-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე. წარსულში ის ასევე იყო რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავის, F-16-ის პილოტი.
ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კიდევ ხუთი ფიგურა, მათ შორის:
· აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ლაიზა ფრანჩეტი, – პირველი ქალი, რომელიც ამ პოზიციაზე მუშაობდა;
· აშშ-ის საზღვაო ძალების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ჯიმ სლაიფი;
· ასევე, არმიის, საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების „მოსამართლე-ადვოკატები“ – ამ პოზიციაზე დასაქმებულები ასრულებენ არმიაში სამართლებრივი მრჩევლის ფუნქციას.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰეგსეთმა მანამდე ასევე განაცხადა, რომ ილონ მასკის მეთაურობით შექმნილ „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“, DOGE-ს ექნება „ფართო წვდომა“, რათა პენტაგონიდან DEI პროგრამები ამოძირკვოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის