რადოსლავ სიკორსკი – აშშ-ს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა სურს

აშშ-ს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობა სურს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს ახლო მოკავშირეებს შორის მნიშვნელოვანი და გულწრფელი საუბარი იყო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აშშ ხანგრძლივი მშვიდობით არის დაინტერესებული“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსების საკითხის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
რადოსლავ სიკორსკის ცნობით, დღეს, პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…