გამოცემა POLITICO სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობენ, რომლის ღირებულებაც, სულ მცირე, 20 მილიარდი ევრო იქნება.
გამოცემის ცნობით, პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, რაკეტებსა და ფულად დახმარებას. მანამდე, Politico-ს მიერ გავრცელებული ცნობით, პაკეტის ღირებულება 6 მილიარდი ევროდან 10 მილიარდ ევრომდე შედგებოდა, თუმცა ღირებულება ევროპელი მაღალჩინოსნების კონსულტაციების შემდეგ შეიცვალა. შესაბამისად, დახმარების პაკეტის მოცულობა, 24 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კვლავ შეიძლება გაიზარდოს.
დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდაც” ავრცელებს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პაკეტის წარდგენა სწორედ 24 თებერვალს, ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდება.