პსჟ-ის კაპიტანმა მარკინიოსმა კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გახდა გუნდის მთავარი სიძლიერე ამ სეზონში და რამ მოიტანა დღევანდელი წარმატება. ირკვევა, რომ ეს ყველაფერი თითოეული მოთამაშის “ძალაუფლების” გაზრდამ, ასევე ერთიანობის და გუნდურობის შედეგია.
ეს ყოველივე კი მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დანერგა, რომელმაც პარიზულ გუნდში დანიშვნის შემდეგ Movistar-თან განაცხადა, რომ “პარკ დე ფრანსზე” არასდროს გადაბარგდებოდა, თუ კლუბში კვლავ მესი, ნეიმარი და მბაპე ერთად იქნებოდნენ.
ესპანელს მიაჩნია, რომ ტიტულებს არა სახელები, არამედ გუნდი იგებს და აღნიშნა, რომ მთავარი ვარსკვლავები
იყოს, პსჟ-ის აქამდე 8 ჩემპიონთა ლიგის თასი ექნებოდა და არა ნული. ინფორმაციისთვის, მესი და ნეიმარი პარიზიდან ენრიკეს დანიშვნის შემდეგ წავიდნენ, მბაპე კი “რეალში” გასულ ზაფხულს გადაბარგდა.
დავუბრუნდეთ მარკინიოსს, რომელიც წლებია კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და ლეგენდაა. აი, რა უთხრა მან გუნდის ოფიციალურ საიტს:
“წარმატების მიზეზი ალბათ ისაა, რომ ერთდროულად ყველა ფეხბურთელს მოემატა “ძალაუფლება”. სეზონის ამ ეტაპზე ამ განწყობით მისვლა კი ძალიან მნიშვნელოვანია.
გუნდური და კოლექტიური სულისკვეთება არსებობს. ვფიქრობ, დღევანდელ მატჩებში ჩვენი მთავარი ღირებულება ეს არის. ზოგჯერ, მწვრთნელი შემადგენლობაში ცვლილებებს აკეთებს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და ყველა ფეხბურთელი იგივე სულისკვეთებით თამაშობს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ საჭირო დროს გავიზარდეთ”, – თქვა მარკინიოსმა.
le10sport წერს, რომ კილიან მბაპეს “რეალში” წასვლის შემდეგ გუნდის შემტევები რიგრიგობით თამაშობენ და ეს ენრიკეს სტრატეგიის ერთგვარი ნაწილიცაა. ის ყველა ფეხბურთელს შანსსა და ერთნაირ უფლებას აძლევს, რაც კლუბში ზედმეტად თავს არავის აგრძნობინებს.
