„ფრანს- პრესი“ – პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა

პერუში, სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ჯერჯერობით სამი გარდაცვლილია, ორი მამაკაცი და ერთი ქალი“, – განაცხადა სახანძრო სამსახურის მეთაურმა, გელქი გომესმა.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, შემთხვევა პერუს ქალაქ ტრუხილიოში მდებარე Real Plaza-ს სავაჭრო ცენტრში მოხდა, როდესაც საკვები ობიექტების სივრცეში სახურავი ჩამოინგრა.
„საავადმყოფოებში 74 დაშავებული გადავიყვანეთ, მათგან 10 ბავშვია, ხოლო 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, ანიბალ მორილიომ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)