მარკო რუბიო – ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს – ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა

ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
„პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის გადაწყვეტისთვის, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს და არა დროებით პაუზას. ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წელი გადის. ეს ომი დიდხანს და სა და უკრაინისთვის საშინელ ფასად გაგრძელდა“, – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.
მისი თქმით, გაერო თავის ფუნდამენტურ დანიშნულებას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც გაერო-ს ქარტიაშია დაფიქსირებული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მათ შორის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს.
„აშშ-მა გაერო-ში მარტივი, ისტორიული რეზოლუცია წარადგინა და ჩვენ წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას მხარი დაუჭირონ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაერო-ს მის დასრულებაში წვლილის შეტანა შეუძლია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს