“ივანიშვილი ხალხთან ბრძოლის ახალ ეტაპზეა – უკანონო ფინანსური წნეხით უნდა პროტესტის გამოფიტვა.
ამიტომ კოკისპირული წვიმასავით მოდის ჯარიმები.
ჩვენ შეგვიძლია ეს “ტრიუკი“ შევუტრიალოთ და იქით დავახრჩოთ.
სასამართლო აქტივიზმი პროტესტის დიდებული ფორმაა – ჯერ კიდევ ფოთში ვცდილობდით ორგანიზებას თევზის მყრალი სუნის წინააღმდეგ. მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოში ურწმუნობის, შიშის და სხვა მიზეზების გამო, საკმარისი რაოდენობით ფოთელები ვერ ავიყოლიე, რომ სასამართლო საჩივრებით დაგვებომბა და თევზის ფხვნილის მწარმოებელ ბიზნესს, ეს სიგნალად მიეღო. (ბოჩოლებზე გამოგვივიდა ხობში, ოღონდ ის კლას ექშენი არ იყო).
აი ახლა, ამ არაადეკვატურ ჯარიმებზე გამოგვივა.
ამისთვის საჭიროა ბევრი პატრიოტი ადვოკატი, რომელიც ყველა ამ ჯარიმას გაასაჩივრებს – გასაჩივრების დროს ჯარიმას არ იხდი ვიდრე მთელი პროცესი არ დასრულდება.
ყველა ჯარიმა ტვირთად უნდა დააწვეს რეჟიმის მონა სასამართლო სისტემას, რომელსაც სხვა წნეხიც აქვს – ყველა მოსამართლის გვარი, რომელიც ხელისუფლების რეპრესიებში მონაწილეობს, გროვდება და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეგზავნება სანქცირების მიზნით.
მოკლედ, ახლა საქმეს სჭირდება ბევრი მოხალისე პატრიოტი იურისტი, რომელიც რეჟიმის რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცეულ სასამართლოს გადატვირთავს და დაახრჩობს საქმეებით.
ჩვენ, პოლიტიკოსები, მათ სანქციებზე ვიზრუნებთ.
დიდი მადლობა ყველა იურისტს, რომელიც ამ დიდებულ საქმეში მოხალისეობრივად მონაწილეობს.
ვისაც გაქვთ სურვილი და ჯერ არ ჩართულხართ ამ კეთილშობილ პროცესში, ფლზ ჩაერთეთ,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.