დონალდ ტრამპის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 9 მაისს აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ვიზიტს გეგმავდა.
„არა, არ მივდივარ“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმერ პუტინმა ომის დასასრულებლად ერთად უნდა იმუშაონ.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. იცით რატომ? ჩვენ მილიონობით ადამიანის მკვლელობების დასრულება გვინდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს