„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
ხელისუფლებას სამშობლოს ღალატის მუხლი შემოაქვს! 13 ხელისუფლებაში რომ ხარ და კანონმდებლობას ულტრალიბერალური გენდერ–შმენდერული კანონებით გამოტენი;
“სასურსათო უსაფრთხოებას” არ შექმნი და კვების ძირითადი პროდუქტების იმპორტზე იქნები დამოკიდებული;
ადგილობრივ მეწარმეებს ხელს არ შეუწყობ, ტურიზმზე და ემიგრანტების ფულად გზავნილებზე დამოკიდებულს გახდი ქვეყანას;
10,3 მილიარდ დოლარი რომ გექნება უარყოფითი ბალანსი ექსპორტ–იმპორტს შორის;
ქვეყნის საგარეო ვალს 24,2 მილიარდ დოლარზე აიყვან;
მრეწველობას არ განავითარებ, არ შექმენი ფაბრიკა–ქარხნებს;
საკუთარ მოქალაქეებს ლუკმა–პურის საშოვნელად ემიგრაციაში რომ გახიზნავ;
პროდუქტებზე ფასებს იმდენად გააძვირებ, რომ აღემატება ევროპულ ქვეყნებში არსებულ ფასებს;
არ მიიღებ მიწის კოდექსს (ერთადერთი ქვეყანა რომ ვართ პოსტ საბჭოთა სივრცეში ვისაც მიწის კოდექსი არ გააჩნია);
არ აღადგენ საქართველოს სანაოსნოს;
ხელისუფლებაში რომ მოხვედი და ბანკების წმინდა მოგება მხოლოდ 134 მილიონი ლარი იყო და ახლა სუფთა მოგება 3 მილიარდია;
ხელისუფლებაში რომ მოხვედი და აზარტულ თამაშებს ბრუნვა მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო და ახლა ბრუნვა 64 მილიარდია;
პენსიონერებს რომ წლობით ლიბერთი ბანკს აძარცვინებ;
მევახშეობის პროცენტულ ზღვარს რომ არ შეცვლი და შესაბამისად ოჯახების საზარელ გამოსახლებებს არ შეაჩერებ;
ტრანზიტული ქვეყანა რომ ვართ და ნავთობის და ბუნებრივი აირის გატარებით სარგებელს უნდა ვიღებდეთ და არ ვიღებთ, იმიტომ რომ “ატკატით” ვიღაცის ჯიბეში ილექება; ჰესებს რომ კაბალური პირობებით აშენებ, ვითომ ენერგოდამოუკიდებლობის, სინამდვილეში კი ბიტკოინების საწარმოებლად;
ქაოტური მშენებლობებით, დედაქალაქს და ბათუმს რომ ფაქტობრივად ბეტონის ქალაქებად აქცევ და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენ მავლებლობას ჩაიდენ, ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარული ჰქვია? სამშობლოს ღალატის მუხლით ვინ უნდა გაასამართლოთ?
როგორც დაწერილია: “შენივე სიტყვებით დაგედება მსჯავრი”.
