ტვ პირველის ცნობით, პოლიციელი, რომელმაც ხანჯლით და ბიტით შეირაღებული თავდამსხმელები არ დააკავა და დანაშაულის ადგილის დატოების უფლება მისცა, გიორგი მამუჩიშვილია.
დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებს თავს ორი პირი დაესხა, ერთი ხანჯლით შეიარაღებული იყო, მეორე ბიტით. დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
ვიდეომასალით დგინდება, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი თავად პოლიციელზეც კი ძალადობს, თუმცა რეაგირება ამას არ მოჰყოლია.




