რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა – ამ დროისთვის გამზირზე გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის გამზირზე გზა გადაკეტილია.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მივიდნენ.
მარშის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”
ასევე მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”.
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოს დროშები, რადგან მარშის ლოზუნგი იყო – „დროშებით ხელში თემურ ქათამაძისთვის”.
„დიდება გმირებს!“ „გამარჯვება ს!” გამარჯვება საქართველოს!”- სკანდირებენ მარშის მონაწილეები.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე 86-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი ს დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე