25 თებერვალს საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა

სპეციალური ვიდეომიმართვა სალომე ზურაბიშვილმა 25 თებერვალს და ამ დღეს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას მიუძღვნა. მეხუთე პრეზიდენტი თავად მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ რუსული რეჟიმი და მისი რეპრესიები კიდევ ერთხელ ყველამ ერთად გააპროტესტოს. ამ თარიღს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ საბჭოთა ოკუპაციის დღეს უნდა გაიგოს რუსეთმა და საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” ქართველების ხმამაღალი პოზიცია, რომ ისინი დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის დათმობას არც ახლა აპირებენ.
25 თებერვალს 16:00 საათზე საყოველთაო გაფიცვაა დაანონსებული. საჯარო მოხელეები და კერძო ბიზნესი საქმიანობას პროტესტის ნიშნად მიატოვებს და ქუჩაში გამოვა. მოქალაქეები მსვლელობით მივლენ გმირთა მემორიალთან და საღამოს რუსთაველზე შეიკრიბებიან. როგორ უნდა გაგრძელდეს უწყვეტი პროტესტი – ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომლის განსახილველად დღეს მეხუთე პრეზიდენტი მესამე სექტორს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია