„მეტროპოლის“ მრავალმილიონიანი პროექტები – დეველოპერული კომპანია 2024-ს აჯამებს

57%-იანი ზრდა გაყიდვებში, 150 მილიონი ლარის ინვესტიცია, ექვსი მიმდინარე პროექტი და სამი საერთაშორისო ჯილდო, – ამ მაჩვენებლებით დაასრულა გასული წელი დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“. ექვსი ახალი პროექტი და თბილისის ხუთი ახალი უბნის ათვისება, შედეგების გაორმაგება და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა კი 2025-ის გეგმების ნაწილია.