კოლეგებო, ბევრი ჩვენგანი ვიყავით საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ღრმად შეშფოთებული ვართ იქ არსებული სიტუაციით, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სივ მოსლეტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გმობენ საქართველოში დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას.
კოლეგებო, ბევრი ჩვენგანი ვიყავით საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ღრმად შეშფოთებული ვართ იქ არსებული სიტუაციით ვგმობთ საქართველოში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სასტიკი ძალის გამოყენებას დემონსტრანტების, მედიის მუშაკებისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა.
ხალხის დევნა, ძალადობა, თავდასხმები, პოლიტიკური რეპრესიები და კრიტიკული აზრის გაქრობის მცდელობა – ივანიშვილისს რეჟიმს მხილების ახალი სერია მოუწყეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნება” ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვაში ფაქტებით დაადანაშაულეს.
საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ უმძიმეს შეფასებებს ისმენდნენ ივანიშვილის პარტიის არაღიარებული დეპუტატებიც, თუმცა პასუხების გაცემის ნაცვლად, მათ ევროპას ისევ პოლიტიკური ტონი და მიგნებები დაიწუნეს.
