ნინო დოლიძე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე – ერთ-ერთი თემა იყო მიუნხენში ვიზიტი, იქ განხორციელებული შეხვედრები, შეთანხმებები თუ გადაწყვეტილებები

ერთ-ერთი თემა იყო მიუნხენში ვიზიტი, იქ განხორციელებული შეხვედრები და შეხვედრების დროს მიღწეული სხვადასხვა შეთანხმებები თუ გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, რა უნდა იყოს მომავლის გეგმები.
„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. ერთ-ერთი თემა იყო მიუნხენში ვიზიტი, იქ განხორციელებული შეხვედრები და შეხვედრების დროს მიღწეული სხვადასხვა შეთანხმებები თუ გადაწყვეტილებები. საგარეო პოლიტიკაზე საუბარი ერთ-ერთი იყო. მეორე, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ – რა უნდა იყოს მომავლის გეგმები, ასევე ადამიანების მიმდინარე დაკავებები და დაჯარიმებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი ტვირთია. ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ახალ არჩევნებზე, თუ როგორ უნდა დაიცვან ახალი არჩევნები საქართველოს მოქალაქეებმა და ამ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალური და რელევანტურია“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
დღესვე, დაგეგმილია შეხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორისაც.