შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის მეტოქე გაირკვა.
ჩვენებურის გუნდი მეოთხედფინალური ეტაპის საგზურისთვის 2-რაუნდიან ბრძოლაში “ლივერპულს” დაუპირისპირდება. სხვა წყვილები ასე გამოიყურება:
ბრიუგე – ასტონ ვილა
ლილი – დორტმუნდი
ატლეტიკო – რეალი
ლევერკუზენი – ბაიერნი
არსენალი – პსვ
ინტერი – ფეინოორდი
ლივერპული – პსჟ
ბარსელონა – ბენფიკა
პირველი მატჩები 4-5 მარტს გაიმართება, განმეორებითი კი 11-12 მარტს.
ინფორმაციისთვის, თუ პსჟ “ლივერპულის” ბარიერს დაძლევს, შემდეგ ეტაპზე “ბრიუგესა” და “ასტონ ვილას” შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
“ბენფიკასა” და “ბარსელონას” შორის უკეთესი მეოთხედფინალში “დორტმუნდისა” და “ლილის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
“ბაიერნი” “ლევერკუზენიდან” უკეთესი 1/4-ფინალში “ფეინოორდი” “ინტერის” გამარჯვებულს, ხოლო პსვ “არსენალიდან” შემდეგ ეტაპზე გამსვლელი “რეალი” “ატლეტიკოს” შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
“ლივერპული” ბევრად უკეთესი ვარიანტა, ვიდრე “რეალი”.მეოთხედფინალში გასვლა სრულიად შესაძლებელია.ნახევარფინალში გასვლა ხო საერთოდ….”პსჟ”-ს,შეიძლება ითქვა,გაუმართლა. წარმატებები ხვიჩა!
