კოლეგებო, ბევრი ჩვენგანი ვიყავით საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ღრმად შეშფოთებული ვართ იქ არსებული სიტუაციით, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სივ მოსლეტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გმობენ საქართველოში დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას.
„ვგმობთ საქართველოში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სასტიკი ძალის გამოყენებას დემონსტრანტების, მედიის მუშაკებისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა.
