ვირტუალური ურთიერთობა აღარავის აკვირვებს, მაგრამ ისტორია – როგორ შეუყვარდა სოფი ლორენის დირიჟორ შვილს, კარლო პონტის დისტანციურად ქართველი გოგო, მაინც ზღაპარს ჰგავს. მარიამმა სოციალურ ქსელში ფორტეპიანოსთან გადაღებული ფოტო ატვირთა და მალევე მიიღო კომპლიმენტი “ვირტუოზთა სკოლიდან”.
დაიწყო და, უკვე სამი წელია, გრძელდება, მაგრამ მაშინ ჯერ არ იცოდა, ვინ იდგა “ვირტუოზთა სკოლის” პროფილის უკან. სამი დღის განმავლობაში, სოციალურს ქსელში ინკოგნიტო თანამოსაუბრე ჰყავდა.
ვიდეოზარით შედგა კარლო პონტისა და “კურიერი P.S-ის” პირველი კომუნიკაციაც. მუსიკოსი ექსკლუზიურ ინტერვიუზე, ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რთულად დავითანხმეთ.
საქართველოსა და ქართველი ქალის სიყვარულმა ქართულადაც აალაპარაკა.
ირკვევა, რომ იტალიელი დირიჟორი ქართულ არხებსაც უყურებს – უფრო სწორედ, მხოლოდ ერთს და ჯერ მხოლოდ უყურებს, რადგან, ქართული ენის სრულყოფილად არცოდნის გამო, გაგება უჭირს. მას ინტერესი “რუსთავი 2-ის” მიმართ ზუსტად 1 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც “კურიერი P.S-მა” მაყურებელს კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილის ქართულ-იტალიური რომანის ისტორია მოუყვა.
სანამ კარლო ნელი ტემპით სწავლობს ქართულს, მარიამმა ინგლისური უკვე ისწავლა და ახლა იტალიურის სწავლასაც ცდილობს, მათ საკომუნიკაციოდ ონლაინ თარჯიმანი აღარ სჭირდებათ. ისევე, როგორც ენის ბარიერი, მათი ურთიერთობისთვის წინაღობა არც შორი დისტანცია ყოფილა. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ოჯახის წევრი გახდებოდა.
89 წლის ოსკაროსანი მსახიობი ახლა კინოგადაღებებს აღარ თანხმდება, მაგრამ პასიურად მაინც საქმიანობს. გულშემატკივრებს მისივე სახელობის სარესტორნე ქსელში მასპინძლობს. მისი კარიერა 70-წლიან ისტორიას ითვლის. მან, მსოფლიოს გამორჩეული კინოროლებისა და განსაკუთრებული სილამაზის გარდა, თავი თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიითაც დაამახსოვრა. სოფი ლორენის ცხოვრების მთავარი მეგზური, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რეჟისორი კარლო პონტ უფროსი იყო. “აკრძალულმა სიყვარულმა” წყვილს ბევრი დაბრკოლება შეახვედრა, რეჟისორის პირველი ქორწინების უარყოფა, დიდი ასაკობრივი სხვაობა, ვატიკანის რისხვა და ქვეყნიდან მრავალწლიანი გადასახლება. ამის მიუხედავად სოფი ლორენის ცხოვრების ერთადერთი სიყვარული მხოლოდ კარლო პონტი იყო.
ავტორი: ლევან ლომაძე