ირაკლი კირცხალია – რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას, ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია

რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კირცხალიამ ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან ეკლესიაზე შეტევაზე. “როდესაც ქვეყნის იდენტობას შეარყევ და შეეცდები, რწმენაში მყოფ ადამიანში რწმენა შეარყიო, ის ადვილად სამართავია. ესენი ამ ფორმულით მოქმედებენ, მაგრამ, მათ არ იციან, ან იციან და არ უნდათ, რომ გაიაზრონ ის ისტორია და გზა, რაც ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა. რიგითი პეტრე ცაავები, უგულავები და გვარამიები ამ პათოსს აგრძელებენ. ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ღირსეული ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა