„Entrée • ანტრე“ ლონდონში მეოთხე ფილიალს ხსნის

„Entrée • ანტრე“ ლონდონში მეოთხე ფილიალს ხსნის
სტუმარმასპინძლობის სექტორში მოქმედი ქართული კომპანია ,,Entrée • ანტრე’’ ლონდონში ფართოვდება. ბრენდი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მეოთხე ფილიალს ხსნის. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ობიექტი პირველ სტუმრებს სავარაუდოდ 3 კვირაში მიიღებს.
პირველი ფილიალი ქართულმა კომპანიამ ლონდონში 2021 წელს ნოთინგ ჰილ გეითის N138-ში გახსნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის შესვლა ლონდონის ბაზარზე თითქმის ერთი წლის დაგვიანებით მოხდა. ამ მისამართზე ობიექტის ამუშავება გახსნამდე ერთი წლით ადრე დაანონსდა, თუმცა პროცესი გარკვეული ვადით შეფერხებული იყო.
გაერთიანებულ სამეფოში მეორე და მესამე ფილიალები რესტორანმა და საცხობების ქსელმა 2022 წელს ბრუტონის N35-სა და ბაკინგემის სასახლესთან გახსნა.