Reuters – ავსტრიაში, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ცენტრისტულ პარტიებს შორის მიმდინარეობს

ავსტრიაში, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ცენტრისტულ პარტიებს შორის მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, მოლაპარაკებები ავსტრიის კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატებმა“ და სხვა ცენტრისტულმა პარტიებმა დაიწყეს.
იმ შემთხვევაში, თუ „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ, მაშინ შესაძლოა, ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო დაინიშნოს.
ცნობისთვის, ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა, რომელშიც ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, ხოლო „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა