ყოფილი ელჩი დააჯარიმეს – “ოცნების” ყოფილი დიპლომატების პროტესტი და სისტემის “პასუხი”

დიპლომარი, იურისტი, 2013-2018 წლებში საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და მონაკოს სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ეკა სირაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 5 000 ლარით დააჯარიმეს – რეჟიმი დიპლომატს 16 თებერვალს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
“მე ვიმყოფებოდი ნამდვილად რუსთაველზე. მედავებიან, რომ გადავკეტე რუსთაველი, რაც არ გამიკეთებია. იქვე ვიდექი, გვერდით, ტროტუარზე. დამაჯარიმეს 5 000 ლარით, 16 თებერვლის თარიღით. ცხადია, რომ პროცესები ცუდად მიმდინარეობს, ცუდად ვითარდება. ვხედავთ, რომ ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია მოხდა. რთულია რაიმე სიმართლის და სამართლის დადგენა. მოსახლეობა, რომელიც არ ეთანხმება კურსის შეცვლას, ს გაყალბებას… რამდენიმე კომპონენტია, რომელსაც მოსახლეობა არ ეგუება და გამოსვლით აპროტესტებს”, – განაცხადა ეკა სირაძემ.