კირილ ბუდანოვი – ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ

ვფიქრობ, წელს ცეცხლის შეწყვეტამდე მივალთ, რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება – სხვა საკითხია. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“ჩემი აზრი გაინტერესებთ? – ვფიქრობ, რომ კი. ეს პარადოქსული ვითარებაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეების საწყისი პოზიციები დიამეტრულად განსხვავებულია (იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია), ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ წელს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმამდე მივალთ. რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენად ეფექტიანი იქნება – ეს სხვა საკითხია. მაგრამ ის, რომ ეს მოხდება, ვფიქრობ, მოხდება. ამისთვის შემადგენელი ნაწილების უმეტესობაა,” – განაცხადა ბუდანოვმა.
მშვიდობისმყოფელი ძალების შესაძლო განლაგებაზე საუბრისას ბუდანოვმა ეჭვის ქვეშ დააყენა, რომ ეს შესაძლოა უსაფრთხოების გარანტია გახდეს, ვინაიდან, “მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის, სადაც მშვიდობისმყოფელების შეყვანამ იმუშავა”.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“