“ჰკითხოთ ხალხს, რას ფიქრობს, მისი პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ” – ზელენსკი კელოგს სთავაზობს, თავად აირჩიოს რომელ ქალაქში, თუ სოფელში სურს ხალხთან შეხვედრა

“ჰკითხოთ ხალხს, რას ფიქრობს, მისი პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ” – ზელენსკი კელოგს სთავაზობს, თავად აირჩიოს რომელ ქალაქში, თუ სოფელში სურს ხალხთან შეხვედრა
უკრაინისა და ს საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა.
ტრამპის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ, კიტ კელოგს მიმართა და თქვა:
ში არავის სჯერა პუტინის, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბატონმა კელოგმა თავად მოიაროს და სხვა ქალაქები. მინდა, ნახოს, ესაუბროს ხალხს და ჰკითხოს, ენდობიან თუ არა ისინი საკუთარ პრეზიდენტს და ენდობიან თუ არა ისინი პუტინს. ჰკითხოს, რას ფიქრობს უკრაინელი ხალხი მისი პრეზიდენტის, ტრამპის განცხადებების შემდეგ. ვფიქრობ, ესაა მნიშვნელოვანი, წახვიდე და ჰკითხო ხალხს. არ ვაპირებთ, ჩვენ წავიყვანოთ რომელიმე კონკრეტულ ადგილას, თავად აირჩიოს, სად წავა. შემდეგ, მზად ვარ მასთან ერთად წავიდე ფრონტის ხაზზე, იქ კი ჰკითხოს მებრძოლებს, მზად არიან თუ არა, სასწრაფოდ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, წავიდნენ სახლებში, ყველაფერი დაუტოვონ რუსებს და არ ჰქონდეთ უსაფრხოების გარანტია. დაე, ჰკითხოს იმ ადამიანებს, რომლებიც ფრონტის ხაზთან ცხოვრობენ და იბრძვიან. ჩემი მთავარი ამოცანაა, ბატონმა კელოგმა თავად მიიღოს ამ კითხვებზე პასუხები, თავად გაიგოს რა ხდება რეალურად.