ქართველ მებრძოლს მიხეილ გოგნაძეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს იბრძვის, დაუსწრებლად მიუსაჯეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, – ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე მიხეილ გოგნაძისთვის განაჩენის (დაუსწრებლად) გამოსატანად“, – აცხადებენ უწყებაში.
მათი მტკიცებით, გოგნაძე, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ხანგრძივი დროის განმავლობაში მონაწილეობდა ბრძოლებში ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
