სენატორი ჯონ კურტისი: ვლადიმერ პუტინს გამარჯვება არ უნდა დარჩეს

“პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება არაპროვოცირებულ თავდასხმას. მე მინდა რომ ეს ომი დასრულდეს ისევე, როგორც ეს უნდა პრეზიდენტ ტრამპს, მაგრამ ის უნდა დასრულდეს ისეთი პირობებით, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან და სტაბილურ მშვიდობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს გამარჯვება არ უნდა დარჩეს.
არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან. ეს არის რეალობა. ამერიკის შეერთებული შტატები სულ უნდა ახორციელებდეს ისეთ სტრატეგიებს, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, და დიდი სურვილი მაქვს ვნახო, სად მიგვიყვანს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევა. მე ვიცი, რომ არ უნდა ვისპეკულირო მოლაპარაკებების ტაქტიკების შესახებ, მაგრამ მე ვიცი, რომ გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიტანოს სიძლიერემ და არა დათმობამ” – წერს სენატორი ჯონ კურტისი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა – ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლის 90%-ს შეუწყდა