დონალდ ტრამპი – რუსებს მოლაპარაკებებში „კოზირები“ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „კოზირები“ აქვს, რადგან მას უკრაინის დიდი ტერიტორია აქვს აღებული.
„ვფიქრობ, რუსებს სურთ ომის დასრულება, ნამდვილად ვფიქრობ. ვფიქრობ, მათ „კოზირები“ აქვთ, რადგან დიდი ტერიტორია აიღეს. მათ აქვთ „კოზირები”, – განუცხადა ტრამპმა BBC-ს.
კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს, ტრამპმა უპასუხა, რომ „სჯერა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს