შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ლაშა დიაროვი დააჯარიმეს – ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 14 თებერვალს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
მისი თქმით, ფინანსური სანქციების უკან ბიძინა ივანიშვილის სურვილი დგას, ჩაახშოს ევროპული მომავლის მცველების უწყვეტი პროტესტის ხმა.
გუშინ ჩამოურეკეს ჩემს მეგობრებს, დამირეკეს მეც. შეგვატყობინეს, რომ გვაჯარიმებენ 14 თებერვალს გზის გადაკეტვის გამო. უნდათ, რომ მუხტი ჩაახშონ, ხალხი გააჩერონ. ივანიშვილი ცდილობს პროტესტის ჩახშობას და იყენებს ჯარიმების მექანიზმს. არ გამოუვა. ხალხის მდინარეს ქვეყნის გულიდან გამომდინარე ვერ გააჩერებენ. ბოლო რამდენიმე დღეში ჩემ გარშემო 7 ადამიანს დაურეკეს, გუშინ 3 ჩვენგანს დაგვირეკა. უმეტესობა მათგანი არის 5 000-ლარიანი ჯარიმები”, – განაცხადა ლაშა დიაროვმა.
