საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი, მომდევნო კვირას, ვაშინგტონში ტრამპს შეხვდებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, მომავალ კვირას, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონს ეწვევიან.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ლიდერები ში ს ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივებს განიხილავენ. უოლცმა საუდის არაბეთში, რუს ოფიციალურ პირებთან ბოლო მოლაპარაკებებს “პოზიტიური ნაბიჯი” უწოდა.
უოლცმა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპელ ქვეყნებს უფრო აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
“ჩვენ მივესალმებით ევროპას. ჩვენ წლების განმავლობაში ვთხოვთ ევროპას გაძლიერდეს და მეტი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ საკუთარ თავდაცვაში, არამედ უკრაინის დაცვაში,” – თქვა მან.
მანამდე, მაკრონიც და სტარმერიც უკრაინის პრეზიდენტ ს ესაუბრნენ, რომელმაც ევროპაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
იმის ფონზე, რომ აშშ, ევროპის ჩარევის გარეშე, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აგრძელებს, ევროპელი ლიდერები, 17 თებერვალს, პარიზში, საგანგებო სამიტზე შეიკრიბნენ. 19 თებერვალს კი უფრო ფართო შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების “ერთიანი” პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით.