ჯასტინ ტრუდო – კანადა და ჩვენი მოკავშირეები ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური და უსამართლო დარღვევების წინააღმდეგ გაერთიანებულები არიან – კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს

კანადა უკრაინას მხარს ყოველთვის დაუჭერს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„კანადა და ჩვენი მოკავშირეები ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური და უსამართლო დარღვევების წინააღმდეგ გაერთიანებულები არიან“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
მისი თქმით, უკრაინელები თავიანთი სუვერენიტეტისთვის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან, რომელიც რუსეთმა რამდენიმე წლის წინ მიზანმიმართულად დაარღვია.
„უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან არა მხოლოდ თავიანთი სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ ისინი წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვისაც იბრძვიან, რომელიც თითქმის 80 წელია მთელს მსოფლიოში ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ტრუდომ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს