თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას ამ დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს – პეტრას აუსტრევიჩუსი

თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას ამ დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ კვერცხების სროლის ფაქტის კომენტირებისას ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ სიტუაცია უფრო და უფრო უკონტროლო ხდება.
„ეს ძალიან სამწუხაროა. ვერ ვიჯერებ, რასაც ვხედავ და მესმის საქართველოში ოპოზიციონერ და პოლიტიკურ პირებზე მსგავსი კრიმინალური თავდასხმების შესახებ. ვფიქრობ, ეს სიტუაცია უფრო და უფრო უკონტროლო ხდება. თუ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მმართველი კოალიცია დგას ამ დანაშაულების უკან, ვფიქრობ, ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეაგირება უნდა მოახდინოს და ჩამოართვას მათ ყველა პრივილეგია. ეს ძალიან შემაშფოთებელია. აბსოლუტურად არაცივილიზებული გზაა და ამ სიტუაციას საქართველო თითქმის სამოქალაქო ომამდე მიჰყავს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს და უკეთ იზრუნოს დასავლეთში პატივცემულ ადამიანებზე”, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია