“ამას მოჰყვება ჩვენი სახელმწიფოს დასასრული” – არჩილ გამზარდია

არავის დაავიწყდეს, რომ ტრამპის მიღმა, მიუხედავად იმისა, სთან მიმართებაში მისი აზრები როგორ ემთხვევა საქართველოს მმართველი ძალაუფლების პოზიციებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დღემდე კბილებით უჭირავს ევროკავშირის სახელმწიფოებს და თუ საქართველოს ფაქტობრივი მმართველი პირები ტრამპის იმედად მოშლიან ურთიერთობებს ევროკავშირთან, სულ ცოტა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დადგება დიდი დარტყმის წინაშე.
თუ ევროკავშირის და ზოგადად, ევროპული სახელმწიფოები ხელს აიღებენ ჩვენზე, ჩვენი ქვეყნისგან მტრული დამოკიდებულების გამო, ნუ გამორიცხავთ, რომ პროცესს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც დომინოს პრინციპით მიჰყვეს და ამას მოჰყვება ჩვენი სახელმწიფოს დასასრული.
მმართველმა ძალამ თუ არ მოთოკა აგრესია პარტნიორების მიმართ, სამუდამოდ დაასამარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რადგან სწორედ ევროპას, დიახ ევროპელ “ბიუროკრატებს” უჭირავს სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ