საქალაქო სასამართლოში დღეს გიგი გიგიაძის პროცესი გაიმართა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარს ბრალდება გზის ხელოვნურად გადაკეტავს ედავება. თავად გიგიაძე ამბობს, რომ ბრალი უსაფუძვლოა, რადგან მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს და რეალურად, არც გზის გადაკეტვაში მიუღია მონაწილეობა.
ის, რასაც მედავება ბრალდების მხარე, ფიზიკურად არ მომხდარა ანუ ფაქტი და მტკიცებულება ამის არ არსებობს. მე არ გადამიკეტია გზა 15 დეკემბერს 2024 წლის. ეს არის ამონარიდის ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ ჩემი ინტერვიუსი, ერთი და მეორე, უბრალოდ, იმ დღის ვიდეოჩანაწერი მიტინგის, სადაც მე არ ვფიგურირებ არცერთ მონაკვეთში. არანაირი მტკიცებულება მსგავსი არ წარმოუდგენიათ, რომ სად ვარ და რანაირად არღვევს ეს რაიმე კანონს, – ამბობს გიგიაძე.
გიგიაძის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ მოქალაქეემს უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადასვლისკენ მოუწოდა, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ისედაც აღნიშნულ ადგილას იდგა,.
შსს-ს წარმომადგენელმა აღიარა, რომ საკმარისზე მეტი ხალხი იყო იმისთვის, რომ ისინი ვერ დატეულიყვნენ ტროტუარზე. მეორე – შსს ამტკიცებდა, რომ პოლიციამ მისცა მარჯვენა უკიდურესი ზოლიო. ასეთი გაფრთხილება გიგი გიგიაძეს არ გაუგია, მაგრამ რომც გაეგო და ასეთი გაფრთხილება რომც ყოფილიყო, გიგი გიგიაძეს ეს ნამდვილად არ დაურღვევია, იმიტომ, რომ ის სწორედ მარჯვენა განაპირა ზოლში აძლევდა ინტერვიუს და სხვა რაიმე მტკიცებულება, სადაც ფიგურირებს გიგი გიგიაძე, საქმეში არ არის, – ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
