Nike-ი და Skims-ი სპორტული ტანსაცმლის ახალ ბრენდს ქმნიან.
როგორც, Nike-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, კომპანიის ახალმა CEO-მ კიმ კარდაშიანის კომპანია Skims-თან კოლაბორაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი ბრენდი NikeSkims-ი სპორტული ტანსაცმლის შექმნის მიმართულებით Nike-ის გამოცდილებას და Skims-ის სტილსა და ინოვაციურობას გააერთიანებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ბრენდი ფიტნესით და სპორტით დაინტერესებული ქალებზე იქნება გათვლილი. პირველი კოლექციის გაყიდვა აშშ-ში შემოდგომაზე დაიწყება, ხოლო გლობალურ ბაზარზე ის 2026 წელს გამოჩნდება.
