უკრაინამ რუსეთში, მოროზოვსკის აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 16-17 დეკემბრის ღამის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ს ტერიტორიაზე დრონებით რამდენიმე იერიში მიიტანა ლიპეცკის, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში.
გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია 33 უკრაინული დრონი. შეტევა განხორციელდა როსტოვის ოლქში, ქალაქ მოროზოვსკის აეროდრომზეც, სადაც განთავსებულია “სუ-24” ტიპის ბომბდამშენები.
სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდასხმის ვიდეოები და დაზიანებული სუ-24-ის ფოტოები, თუმცა, რუსულ მედიასა და ოფიციალურ უწყებებს მიყენებული ზიანი არ დაუდასტურებიათ და აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.