“120 მილიონი რაში დახარჯეს?” – კაპელომ “მილანი” გააკრიტიკა

გუშინ, 18 თებერვალს, “მილანი” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, “როსონერიმ” “ფეიენოორდთან” ფრედ ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი 1:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Sky Sports-ზე ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა.
“120 მილიონი რისთვის დახარჯეს? “მილანმა” ეს სეზონი ჩააგდო. პირველ ტაიმში მათ არაერთი შანსი შექმნეს, როდესაც შეცდომებს უშვებ, გაუთვალისწინებელი რაღაცები ხდება, ამ შემთხვევაში ეს ტეო ერნანდესი აღმოჩნდა, რომელმაც უხეში შეცდომა დაუშვა, რაც გუნდს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნად დაუჯდა”, – განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 21 თებერვალს, თბილისის დროით
15:00 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში