რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, აშშ-ის ელჩად რუსეთში შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს.
რიჩარდ ნორლანდი, კარიერული დიპლომატი 40-წლიანი გამოცდილებით, ამჟამად არის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ლიბიაში.
რუსეთი და შეერთებული შტატები საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ ერთმანეთს ქვეყნებში დიპლომატიური მისიების სრული ფუნქციონირების და დიპლომატიური მისიების პერსონალის დონის აღდგენაზე, რომელიც მკვეთრად შემცირდა ბოლო წლების ერთმანეთის დიპლომატების გაძევებით.
ამჟამად აშშ-ის ელჩი რუსეთში არის ლინ მარი ტრეისი, რომელიც ამ პოსტზე 2023 წლის იანვარში დაინიშნა და როტაციის ვადა არ ამოწურვია.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ასევე გაუგზავნა მოთხოვნა აგრემანის შესახებ იმ პირისთვის, ვინც ამჟამინდელი ელჩის, ლინ ტრეისის ნაცვლად, მოსკოვში მათ საელჩოს უნდა უხელმძღვანელოს. საუბარია 69 წლის აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელზე ლიბიაში რიჩარდ ნორლანდზე… 1980-იანი წლების ბოლოს მუშაობდა სსრკ-ში, აშშ-ის საელჩოში. რუსი დიპლომატები კარგად იცნობენ რიჩარდ ნორლანდს ლიბიის მიმართულებიდან“, — წერს გამოცემა.
კომერსანტის ინფორმაციით, მისი კანდიდატურა ამერიკის წინა ანუ ბაიდენის ადმინისტრაციამ წამოაყენა, მაგრამ ახალს ჯერ არ მოუხსნია.
რუსეთი, თავის, მხრივ, ამერიკული მხარისგან ელოდება აგრემანს ალექსანდრე დარჩიევისთვის.
რიჩარდ ნორლანდი კარგად იცნობს საქართველოს. ის 2012–2015 წლებში იყო შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.
რიჩარდ ნორლანდი გაზეთი „ბათუმელების“ ოფისში სტუმრობისას 2015 წელს.
ინტერვიუ ნორლანდთან ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
