მოსკოვი სომხეთის მიერ EU-ში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება: ეს სომხეთის სუვერენული უფლებაა, მაგრამ…

“ეს სომხეთის სუვერენული უფლებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავად სომხებმა უნდა გაარკვიონ, რამდენად არის ეს ორმხრივი სურვილი და რას გრძნობენ თავად ევროპელები ამის შესახებ”, — ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივარი დიმიტრი პესკოვი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას.

მისი თქმით, სომხეთი აგრძელებს დივიდენდების მიღებას ევრაზიის ეკონომიკური კავშირში წევრობიდან და ევროკავშირში წევრობით დამატებითი დივიდენდების მიღება სურთ.

“სომხეთი აგრძელებს დივიდენდების მიღებას ევრაზიის ეკონომიკური კავშირში წევრობიდან ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებში და ეს დივიდენდები უფრო მეტია, ვიდრე აშკარაა”. ამავდროულად, პესკოვის თქმით, “როგორც ჩანს, სომხეთში არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სჯერათ, რომ ორიენტაცია ევროკავშირზე, დამატებით დივიდენდებს მისცემს თავად ქვეყანას და ამ ქვეყნის ხალხის ინტერესებს”.

სომხეთის პარლამენტმა კანონპროექტი 63 მომხრე და 7 წინააღმდეგი ხმით 12 თებერვალს დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ