აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულებით, 20 იანვრიდან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარება 90 დღით შეჩერებულია. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ქვეყნის ინტერესებთან.
“ჩვენ მიერ დახარჯული თითოეული დოლარი, ჩვენ მიერ დაფინანსებული თითოეული პროგრამა და ჩვენ მიერ გატარებული თითოეული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს პასუხებს სამ შეკითხვაზე: აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოდ? აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო ძლიერად? აქცევს თუ არ ეს ამერიკას უფრო აყვავებულად?“, – განაცხადა 22 იანვარს მარკო რუბიომ, ტრამპის ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა. დონალდ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის დაფინანსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული ქვეყნები, პროგრამები თუ ბენეფიციარები, რომლებსაც შესაძლოა შეეხოთ ეს პროგრამა და შეეხება თუ არა უკვე მიმდინარე პროექტებს, რომელთათვისაც დახმარება უკვე გამოყოფილია კონგრესის მიერ ფედერალური ბიუჯეტიდან.
ცნობისათვის:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID – United States Agency for International Development ) აშშ-ის მთავრობის ორგანიზაციაა, რომლის მოვალეობა უმეტესწილად არასამხედრო საერთაშორისო დახმარებაა. ორგანიზაცია 1961 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა. დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო საერთო საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან იღებს და მის გაცხადებულ მიზნებში ვკითხულობთ:
დახმარების ხელი გაუწიოს უცხოეთში იმ ხალხს, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ სიღარიბეს, გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები, აღადგინონ სტიქიით მიყენებული ზარალი, ცდილობენ ააშენონ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა… USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს.
USAID საქართველოში
საქართველოში USAID 1992 წლიდან მუშაობს და ამასობაში ორგანიზაციამ 1,8 მილიარდი დოლარზე მეტის დახმარება გაუწია საქართველოს.
ვრცელია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რა კუთხითაც USAID-ი საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევდა. პროექტები, რომელთა მიზანია საქართველოს დახმარება თავისუფალი და წარმატებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერება, კლიმატური ცვლილებების შემცირება, განათლების სისტემის გაუმჯობესება, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია, ასევე, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კიბერუსაფრთხოების და განათლების გაუმჯობესება.
USAID-ის ოფიციალურ ვებსაიტზე იძებნება ათეულობით მიმდინარე პროგრამა.
2024 წლის ივლისში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 32 წლის განმავლობაში ამერიკამ ჯამში (არა მხოლოდ USAID-მა) საქართველოს 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო, “რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში”.
ambebi.ge-მ მოიძია USAID-ის მიერ საქართველოში 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული აქტივობები და მათგან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ამოვკრიბეთ:
2020 წელი
2020 წელს სულ იყო 78 აქტივობა და წლის განმავლობაში USAID-მა საქართველოში ჩადო 69 მილიონი აშშ დოლარი. მათგან ყველაზე ძვირიანი პროექტებია:
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა საქართველოში – $4,248,000; კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში (PROLOG) – $4,050,000; USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა – $3,816,973; საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდამჭერი აქტივობა – $3,350,000; კარგი მმართველობის ინიციატივა (GGI) – $3,316,415; USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა – $3,191,519; USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა – $2,591,032 და ა.შ.
2021 წელი
ამ წელს USAID-მა საქართველოში განახორციელა 75 აქტივობა, რაშიც 50,73 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა:
საგარეო სამხედრო დაფინანსების (FMF) პროგრამა – $35,000,000; სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა საქართველოში – $3,850,000; USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა – $3,500,000 +2,200,000 (ორჯერადად); USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა საქართველოში – $3,358,404; ინდუსტრიის ხელმძღვანელობით უნარების განვითარების პროგრამა – $3,300,000; USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავლის პროგრამა – $3,360,185; USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა – $3,224,655; საქართველოს ფინანსური ინოვაციის პროგრამა (FIP) – $3,200,000; წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ქოლგის PIO გრანტი, ჯანდაცვა – $1,400,000; გაძლიერებული ჩართულობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან – $1,044,000; ჯანმრთელობისა და იმუნიზაციის რეაგირების მხარდაჭერა (UNICEF Polio, EPI Grant)- პოლიოემელიტთან ბრძოლა – 1.000.000; მცირე ბიზნესის ხელშეწყობა – 1.000.000+ 327.819; DPD – საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და მომზადების (IMET) პროგრამა/მიწოდებები – $963,903; USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში – $330,000; USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა საქართველოში – $292,035; ტყის ხანძრის რისკების რუკა საქართველოში – 50.000; ინგლისური ენის კურსები სოფლის ახალგაზრდებისთვის – 50.000; ხელოვნური ინტელექტის კლუბები სკოლებისთვის – 49.955; სვანეთის ტურისტული ბიზნეს ჰაბი – $41,639; სამცხე-ჯავახეთში სამთო და ეკო ტურიზმის განვითარება – $15,300 და სხვა.
2022 წელი
ამ წელს USAID-მა ჩვენს ქვეყანაში 80 აქტივობა განახორციელა და წლის განმავლობაში 76,6 მილიონი დოლარი დახარჯა):
ადგილობრივი მმართველობის პროგრამა – $6 550 000; წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა (Achieving Student Centered Learning for a New Tomorrow (ASCENT)- $5,700,000; ინდუსტრიის ხელმძღვანელობით უნარების განვითარების პროგრამა – $4,700,000; USAID-ის მდგრადი თემების პროგრამა – $4,310,000; USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა – $3,780,000; USAID-ის უსაფრთხოება საქართველოს ენერგეტიკის მომავლის პროგრამა – $3,600,000; ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) აქტივობა საქართველოში – $3,500,000; კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში (PROLOG) – $3,140,025+$859,975; Food for Progress (სოფლის მეურნეობაში დახმარება) – (1) სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა და (2) სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის გაფართოება- 4.600.000$; USAID ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) საქმიანობა საქართველოში – $3,500,000; მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამა – $2,937,077 + $2,600,000; USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა საქართველოში – $2 760 000;USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა – $2,300,000; DOD – საერთაშორისო სამხედრო განათლება და სწავლება (IMET) პროგრამა/მიწოდებები — $2,005,237; USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა – $999,995; დადიანების სასახლის რესტავრაცია, ზუგდიდი – $285,019+4243; ტყის მართვა და კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში (უნივერსალური კატასტროფების შემცირება) – $123,854; ინგლისური ენის ონლაინ კურსი მასწავლებლებისთვის GE EL – 90.000$; ჭკვიანი სოფლები ახალქალაქში – 50000$; ინგლისური ენის კურსები მოზრდილთათვის – $48,950; პანკისელი და ყარაჯალელი ქალები ძლიერი საზოგადოების მშენებლობისთვის – $48,880; კულინარიული დიპლომატიის ეკონომიკური სარგებელი – $32,798 და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 2020-2022 წლებში COVID-19-ის მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამის ფარგლებში USAID-მა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და UNICEF-თან ერთად საქართველოსთვის ჯამში 5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
2023 წელი
ამ წელს USAID-მა საქართველოში 84 აქტივობა განახორციელა და წლის განმავლობაში 91,37 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა:
კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში (PROLOG) – $8,990,000; ეროვნული მმართველობის პროგრამა – $6,552,449; საქართველოს ფინანსური ინოვაციების პროგრამა (FIP) – $6,320,000; USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა საქართველოში – $5,268,288; USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა – $5,057,995; USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა – $4,760,747 და $2,811,164; საქართველოს ენერგეტიკის მომავლის პროგრამა – 4.500.000$; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა – $3,800,000; დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა – 300.000$; ინდუსტრიის ხელმძღვანელობით უნარების განვითარების პროგრამა – $3,500,000; კონფლიქტის შერბილება და სტაბილიზაცია – განხილვის უფლების კონტროლი – 200.000$; სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა – 900.000 $ + 1.000.000$; ახალგაზრდების სამეწარმეო უნარები საქართველოში დასაქმების და შემოსავლის განვითარებისთვის (YES-Georgia) – ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა – 145.000$; კერძო სექტორის პროდუქტიულობა – 116,318$; ციფრული ეკონომიკისა და ბაზრის განვითარების (DEMD) მექანიზმი – $225,131; ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება (HICD) საქართველოში – 2.000.000 $; კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაცია და მდგრადობა – $1,000,000; მომავლის განათლება – 3.000.000 $; საქართველოს საინფორმაციო აქტივობის პროგრამა – $556,767 + $382,500; USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა – $2 700 000; კონფლიქტის ტრანსფორმაცია და დიალოგი – $85,954 + $74,940; ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა – 23 924 $; ინგლისური ენის კურსები 17 წლის სტუდენტებისთვის – $59,679; სამხრეთ კავკასიის ბაკალავრიატის გაცვლითი პროგრამა – 425 000 $; ფილმ – “იარე ლიზა” – ს სუბტიტრებში ამერიკელებმა 5 567 დოლარი გადაიხადეს; აუტიზმის სასწავლო კურსი – 20 000$; მოზაიკის რეაბილიტაცია პეტრას ციხეზე – $135,000; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება – 28.682$; პანკისის ახალგაზრდული სკოლა – 45.880$; კახეთის ოქრომჭედლობის სტუდია – 48 900$; სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა – $43,518 და სხვა.
2024 წელი
ამ წელს USAID-მა საქართველოში 84 აქტივობაში 111.5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა:
USAID-ის სტაბილური თემების პროგრამა – $8,937,318; კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში (PROLOG) – $8,580,000; საქართველოს საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდამჭერი აქტივობა – $6,325,000; USAID სოფლის მეურნეობის ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროგრამა – $5,974,776; კერძო სექტორის პროდუქტიულობა – $5,672,832; ინდუსტრიის ხელმძღვანელობით უნარების განვითარების პროგრამა – $5,000,000; USAID ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის პროგრამა (შუა დერეფნის გაძლიერება) – $4,548,632; სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა საქართველოში – $4,350,000; სამოქალაქო და ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამა – $3,500,000; USAID-ის სათემო პროგრამა (რისკის ქვეშ მყოფი საქართველოს თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება) – $8,937,310 და $3,206,579; ჯანდაცვის დაფინანსება – $750,000; მომავლის განათლების პროგრამა – 1.300.000$, ეროვნული მმართველობის პროგრამა- $1,500,000; გარემოს დაცვა – $1,300,000 + $30,200; ადგილობრივი მმართველობის პროგრამა – $3,122,540; ინდუსტრიის განვითარების პროგრამა (რომელიც ხალხის დასაქმებას ითვალისწინებს)- $5,000,000; სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა – 750.000$; დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა – შშმ პირებისთვის საცხოვრებელი ადგილის შექმნა რეგიონებში – 250.000$ და ა.შ.
P.S.
ჩვენი გამოთვლით, 2020-2024 წლებში ამერიკისგან მივიღეთ დაახლოებით 500 მილიონი დოლარის დახმარება. აქედან ნაწილი ინფრასტრუქტურას მოხმარდა, ნაწილი სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, განათლებას, ქართული მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებას და სხვა.