EU რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ – ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე ავრცელებს.
მე-16 პაკეტს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავზე დაამტკიცებენ.
“მე მივესალმები შეთანხმებას სანქციების მე-16 პაკეტზე. ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს ზომებს სანქციების გვერდის ავლის მიმართ, მიზანში ავიყვანთ პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის გემების დიდ ნაწილს და ახალ აკრძალვებს შემოვიღებთ იმპორტსა და ექსპორტზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა კრემლზე.”- წერს ლაიაენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში