უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 106 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 106 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და 167 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 106 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ოდესის, ს, სუმის, ჩერკასისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა – დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება 11 მლნ ლარს აღწევს

ახლობლების ინფორმაციით, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება