თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმა ივანიშვილის დავალებით მოხდა. გიორგი ბაჩიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მომხდარის დამკვეთი სწორედ ივანიშვილი იყო, რადგან მისი ბრძანების გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა.
„გამოძიება სჭირდება ხოლმე ისეთ ამბებს, რომელიც არის გაურკვეველი. აქ გასაგებია, ბიძინა ივანიშვილი არის პირადად დამკვეთი და პირადად ის ადამიანი, ვისაც შეიძლება ხელში არ ეჭირა ის კვერცხი, მაგრამ ის არის იმ კვერცხის მსროლელი. შესაბამისად, ადამიანებს არანაირი კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. კონკრეტულად ის ბავშვი თუ ის ადამიანი, ვინც ისროდა ამ კვერცხებს ან შეცდომაშია შეყვანილი, ან რაღაც კომპრომატი აქვთ მასზე, შეიძლება, სულაც ფულის გულისთვის აკეთებს. ივანიშვილის სურვილის და დავალების გარეშე ეს არ მოხდებოდა. აეროპორტში, ჯერ ერთი, ვერც გაიგებდა, როდის ჩამოდიოდნენ ეს ადამიანები და მეორეც ერთი, არ მოაწყობდა ასეთ პროვოკაციას“, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს.
