„ფრანს-პრესი“ – ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურად 24 თებერვალს დაამტკიცებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავის დღეს.

ევროკავშირის დიპლომატების ინფორმაციით, სანქციების მე-16 პაკეტი რუსული ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დეკემბერში მიიღო, რომლის სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..