დღეს ხვიჩას მატჩია – ლეაო ისევ ადრე გავარდა, კრიზისი იტალიაში და ვერც “მონაკო”…

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ ეტაპზე სენსაცია დაფიქსირდა და “მილანმა”, რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, შემდეგი ეტაპის საგზური “ფეიენოორდს” დაუთმო. ამჟამად “ლივერპულის” თავკაც არნე სლოტის დაწყებული პროექტი წარმატებით გრძელდება, რაფაელ ლეაო კი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს, შარშანდელის მსგავსად, ისევ ადრევე ემშვიდობება. “ატალანტას” ბელგიურ “ბრიუგესთან” მწარე მარცხმა იტალიური ფეხბურთის კრიზისი გამოაჩინა.
ჩვენი მთავარი ინტერესის მქონე პსჟ პირველ დაპირისპირებას იოლად გაუმკლავდა, თუმცა წინ ჯერ განმეორებითი მატჩია – “ბრესტს” დღეს, 19 თებერვალს, 23:59 საათზე უმასპინძლებენ(3:0 აქვთ მოგებული).
პარიზული კლუბი ბოლო თვეების განმავლობაში
ევროპაში ყველაზე თანმიმდევრულია. მათი ინტერესი წაუგებელი სერიის გაგრძელებაა. წინ “ბარსელონასთან” ან “ლივერპულთან” უფრო დიდი გამოწვევაა. ამასობაში, შემდეგი ეტაპის საგზური “მონაკომ” ვერ მოიპოვა.
პსჟმა ბოლოს “ბრესტთან” 1985 წელს წააგო. 31 შეხვედრაა, დედაქალაქელები იგებენ. საფრანგეთში უფრო მეტი “მონაკოს” “მონპელიესთან” გაუკეთებია – 34 მატჩში გამარჯვება 1995-2018 წლებში. ლუის ენრიკეს გუნდს შეუძლია, ამ სეზონზში “ბრესტს” მეოთხედ აჯობოს, ასეთი რამ კი მათ “მონაკოსთანაც” (2017-18) მოუხერხებიათ. პარიზულ კლუბს ახლა ყველაფერი გამოსდის.
ლუის ენრიკეს მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაა, რომელიც “ბარსელონასთან” ერთად მოუპოვებია

ენრიკეს გუნდს საქმე სამივე ტურნირზე კარგად აქვს და როტაციას არ უშინდება. შაბათისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში მეკარე დონარუმა, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ჟოაო ნევეში უნდა დაბრუნდნენ.
რაც შეეხება შეტევას. პირველ შეხვედრაში სასტარტოში არ ყოფილა. მოსალოდნელია, ახლა ქართველმა დაიწყოს და ბარკოლა, რომელიც მაშინ გააფრთხილეს, სათადარიგოთა შორის ვიხილოთ(ან მარჯვენა ფლანგზე). ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” ერთად მოპოვებული როგორც პირადი, ასევე გუნდური შედეგების გაუმჯობესება სურს!..
სხვა მატჩები:
21:45 სთ:
დორტმუნდი – სპორტინგი (პირველი მატჩი 3:0).
23:59:
პსვ – იუვენტუსი (1:2);
რეალი – სიტი (3:2).
არაფერს არ ვიტყვი მიკიბულ მიკიბულს, კარში დარტყმაზე სჭირდება მუშაობა, საჯარიმოს გარედან საჯარიმო ოთხკუთხედის ყველა კუთხიდან თან ორივე ფეხით, ყველანაერი დარტყმის შესრულება უნდა შეეძლოს. რონალდოს ჯარიმა არ არის ძნელი სასწავლი, დაამატოს არსენალს, და მეტი უნდა იმოძრაოს სხვადასხვა მიმართულებით, შეუტიოს თავისუფლად.
რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები რომ ფეხბურთში იმხელა ფული ტრიალებს ვარჯიშით თავს არავინ იკლავს.კვარაცხელია რომ ავიღოთ მარტო პსჟ-ში 50 მილიონი გარანტირებული აქვს და ვარჯიშით თავს რატო გაიგიჟებს.შეხედეთ მსოფლიო ფეხბურთს ,ვარსკვლავი ფაქტიურად აღარ დარჩა.ბოლოს იყო რონალდუ და მესი.გულშემატკივრებს გაგვიმართლა რომ ერთმანეთში დიდი დაპირისპირება ჰქონდათ რა თქმა უნდა კარგი გაგებით.ალბათ ამიტომ მაგარი მონდომილობები იყვნენ.მე პირადად ხელი ჩავიქნიე.