ტრამპმა ზელენსკის „4%-იან რეიტინგსა“ და ში ს საჭიროებაზე ილაპარაკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის რეაქცია -ის და ს დელეგაციების შეხვედრაზე, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა ს დედაქალაქ ერ-რიადში.
იმავე დღეს, ფლორიდის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა თქვა, რომ უკმაყოფილოა, რომ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, მაგრამ მანამდე მათ სამი წელი ჰქონდათ ომის დასასრულებლად და შეთანხმების მისაღწევად.
18 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში -ისა და ს წარმომადგენლების შეხვედრა სთვის სიურპრიზი იყო და ინფორმაცია მედიით შეიტყვეს. ზელენსკიმ ისევ გაიმეორა, რომ ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის გარეშე ვერ მიიღებენ.
სააგენტო Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ს ტახტის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს სურდა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო საც, მაგრამ ვაშინგტონმა და მოსკოვმა მოითხოვეს, რომ შეხვედრა უკრაინის გარეშე გაემართათ.
ფლორიდის რეზიდენციაში 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ტრამპმა ილაპარაკა იმაზეც, რომ უკრაინაში ს ჩატარებაა საჭირო და განაცხადა, რომ ზელენსკის რეიტინგი 4%-ზეა. რას ეფუძნება ეს მონაცემი ტრამპს არ უთქვამს.
იმის გამო, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში არ ჩატარებულა, ზელენსკის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც თავად ქვეყანას 25 წელია მართავს.
უარყოფს, რომ უკრაინაში არჩევნების შესახებ რუსულ პროპაგანდას იმეორებს და აცხადებს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და შექმნილ სიტუაციას ეფუძნება.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად 2019 წლის აპრილში აირჩიეს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა, საომარი მდგომარეობის გამო ვერ ჩატარდა.
რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგს, ს სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2025 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევით, 2024 წლის ბოლოსთვის ზელენსკისადმი ნდობის მაჩვენებელი 52% იყო.
ფორუმი