ადვოკატის ინფორმაციით, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია

“ტვ პირველის” იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი, რომელიც დღეს დააკავეს, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
“ვიპოვეთ, არის ზაჰესში და მივდივართ!”, – წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით.
როგორც “ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
მანამდე, “ტვ პირველის” ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი “სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს”, მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამენ ერთ პირს მანქანაში და ისმის ხმა: “ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს