,,ივანიშვილმა რომ პოლიტიკიდან წასვლა მოახერხოს და ჩვენ ვიყოთ მისი მადლიერები, უნდა დატოვოს ეს ქვეყანა სტაბილური“ – ირაკლი რუხაძე

ბიზნესმენი, „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ,,გირჩის” გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ აცხადებს:
ჩემთვის არის მეცენატი, ჭკვიანი ადამიანი, რაღაც მომენტში საქართველოს გადამრჩენი, უამრავი კარგი გაუკეთებია, მაგრამ ეს ყველაფერი ნორმალურად რომ დაასრულოს – ბიძინა ივანიშვილს დღეს დაბადების დღე აქვს, სხვათა შორის, ვულოცავ – ეს ყველაფერი კარგად რომ დაასრულოს, შემდეგ არჩევნებზე ის იქნება 70 წელს გადაცილებული, კარგად გამოიყურება, ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს, მაგრამ ეს არის ასაკი, როდესაც რაღაც მომენტის მერე შეიძლება არ უნდოდეს პოლიტიკაში ყოფნა. მან რომ პოლიტიკიდან წასვლა მოახერხოს და ჩვენ ვიყოთ მისი მადლიერები, უნდა დატოვოს ეს ქვეყანა სტაბილური. დღეს რომ გამოეცალოს ქართულ პოლიტიკას, მე მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკა არ იქნება, არაა სტაბილური და არც „ქართული ოცნების“ მდგომარეობა იქნება სტაბილური. ეს არ არის კარგი არა თუ ჩემთვის, არამედ თქვენთვის…
…„ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება აღარ არის ისეთი ადვილი და ამას ახლაც ვხედავთ, მითუმეტეს, როდესაც მაჟორიტარული წესი შეიცვალა. ამიტომ ყველას, მე თუ მკითხავთ, მთელ ქვეყანას აწყობს, რომ არსებობდეს ნორმალური ოპოზიციური ძალა, ოპოზიციური ძალა ვერ იქნება სანამ ესენი [„ნაცმოძრაობა“] არსებობენ, ამიტომ მე არ ვარ ამის შემქმნელი, მე არ ვარ შემოქმედი აქეთ მხარეს. მე არც პოლიტიკაში ვარ, არც არავის არ ველაპარაკები, არც არავის ვეუბნები – წადი, ბიჭო, პარტია გააკეთე, მოდი დაგეხმარები. მე არ ვარ ამაში. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მე მაქვს „იმედი“ და ეს „იმედი“ უყურებს მერე რა ხდება გარეთ და იმის მიხედვით თქვენ რა კონიუნქტურას ქმნით, „იმედმა“ უნდა ამოარჩიოს, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ეს [„ნაციონალური მოძრაობა“] არ მოვიდეს უკან“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია