ნოდარ მელაძე – “ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს

“ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, ის სახლში ბრუნდებოდა აქციის შემდეგ, რა დროსაც აღნიშნული ფაქტი მოხდა.
ნოდარ მელაძე მოუწოდებს -ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლაშა ჯიოშვილი.
“თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიციელებმა გაიტაცეს. ტვ პირველის იურისტი ცდილობს, დაადგინოს მომხდარის გარემოებები.ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს სამინისტრო კავშირზე არ გამოდის.მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი”, – წერს ნოდარ მელაძე “ფეისბუქზე”.
ამასთან, ადვოკატის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი “არცერთ იზოლატორში არ არის” და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
“ტვ პირველი” ავრცელებს კადრებსაც, სადაც ჩანს როგორ სვამენ მანქანაში ჯიოშვილს.
“ინტერპრესნიუსი” დეტალების გარკვევას შს სამინისტროში ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს